საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებული რეგიონში, ცხინვალის რეგიონში ე.წ. დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით აღნიშნეს. მასში მონაწილეობა მიიღო ე.წ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პირადმა შემადგენლობამ და მასთან ერთად ცხინვალში რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის სამხედროებმა, ასევე რუსმა მესაზღვრეებმა. ამ ღონისძიების მიმდინარეობისას ტრიბუნაზე ედუარდ კოკოითის გვერდით იდგა რუსეთის დელეგაცია, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი ნარიშკინის მეთაურობით.
ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
tbl.ge/15nr
დაკოპირდა




