გაეროს გენ ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებაში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა სამიტზე სახელწოდებით ”კონკორდია” . სამიტი დღეს იხსნება და 2001 წლის სექტემბრის ტერაქტების მეათე წლისთავს ეძღვნება. სამიტს მისი ინიციატორი ჯორჯ ბუში (უმცროსი) დაესწება. მიხეილ სააკაშვილი ბილ კლინტონის მიერ ორგანიზებულ გლობალურ ინიციატივაშიც ჩაერთვება, ინიციატივა მსოფლიოს პოლიტიკურ და საქმიან ლიდერებს ღარიბი ერების დახმარების იდეის გარშემო აერთიანებს. მიხეილ სააკაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ბარაკ ობამას მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში ” პატრნიორობა ღია მმართველობისთვის”




