დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გია გეგუჩაძეა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თბილისის დინამოს შემდეგ კი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ქუთაისის ტორპედოა. გუშინ საღამოს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მათი გზები გადაიკვეთა. გია გეგუჩაძე 1 ოქტომბრიდან ტორპედოს მთავარი მწვრთნელი გახდება.
მხარეებმა ხუთწლიან კონტრაქტზე მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც გეგუჩაძე ქუთაისელთა დუბლშემადგენლობასა და ყველა ასაკობრივ გუნდს გაუწევს კოორდინირებას.
მთავარმა მწვრთნელმა თანაშემწეებად ისევ ძველი ნაცნობები წაიყვანა. გეგუჩაძის ასისტენტი გურამ ასპინძელაშვილი იქნება, მეკარეებს კი დავით ჯანელიძე მოამზადებს. სამივე მათგანი წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბ ზესტაფონში მუშობდა.