თბილისში ინტერპოლის გენერალური მდივანი იმყოფება

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ინტერპოლის გენერალური მდივანი რონალდ ნოუბლი  იმყოფება.შინაგან საქმეთა  სამინისტროს ინფორმაციით, რონალდ ნოუბლის ვიზიტის მიზანს შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმების გაცნობა წარმოადგენს.

გენერალურმა მდივანმა საქართველოს პოლიციის აკადემია და  ახლადაშენებული პოლიციის შენობები მოინახულა, ასევე სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

კომენტარები