ოსეთის სახალხო ფრონტი ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებას ითხოვს

კვირას, ცხინვალში გაიმართა პირველი შეხვედრა  საინიციატივო ჯგუფის, რომელმაც ”ოსეთის სახალხო ფრონტის” შექმნა გადაწყვიტა.  გავრცელებული ცნობებით საინიციატივო ჯგუფს ჰქვია ”რუსეთი-ოსეთი” . მისი ერთ-ერთი წვერის , თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის ედუარდ კოკოითის წარმომადგენლის, ტარზან კოკოითის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფმა სახალხო ფრონტის დაფუძნება გადაწყვიტა    სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების იდეის რეალიზაციისთვის - ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში.  ცხინვალში გამართულ შეკრებაზე მიღებულ იქნა ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის  დეკლარაცია , რომელშიც   ხაზგასმულია, რომ   ”ოსეთის სახალხო ფრონტი” მომხრეა  პუტინის  ”რუსეთის სახალხო ფრონტში” გაერთიანების.

ჩვენ მხარს ვუჭერთ  ახალი  ოსეთის იდეას რუსეთის შემადგენლობაში - ნათქვამია  ცხინვალში მიღებულ დეკლარაციაში.

 

 

 

კომენტარები