საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ, არსებული პოლიტიკის პირობებში, რუსეთის იმპერიის „ჩამოშლა“ გარდაუვალია. როგორც მიხეულ სააკაშვილმა გორში, განახლებული დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის აკადემია გახსნისას განაცხადა, რუსეთის იმპერია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თუ მე-19-ე საუკუნის დამპყრობლური პოლიტიკის მცდელობა გაგრძელდა, მისი ჩამოშლა, როგორც ეს თურქ-სელჩუკების იმპერიას დაემართა დავით აღმაშენებლის დროს, შემდეგ კი - მონღოლთა ურდოს, გარდაუვალია“.
„მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველა ჩვენს პრობლემას არ გადაწყვეტს. რომც ჩამოიშალოს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეიარაღებული ძალების ეფექტურობა, კონსოლიდაცია, ბრძოლისუნარიანობა გადამწყვეტი იქნება”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე პასუხი გასცა ოპოზიციის პრეტენზიებს პოლიციისა და შეიარაღებული ძალების პოლიტიზებასთან დაკავშირებით.
"ხშირად ამბობენ, რომ ჯარი და პოლიცია პოლიტიზირებულია. ისინი პოლიტიზირებულები არ არიან. როდესაც ქვეყნის მტერს ეხუტები და ფეხებს უკოცნი, შენ უპირისპირდები საქართველოს და არა პრეზიდენტს; როცა შენ გამოდიხარ და იძახი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის თავს არ ჩაატარებინებ ქართულ ჯარს, როცა მტერმა ფული გამოყო ამისთვის, შენ უპირისპირდები ქვეყანას. ამიტომ ასეთ ხალხს ნუ ეწყინებათ, რომ ჯარი, პოლიცია და საერთოდ ყველა, ვინც სახელმწიფო სამსახურშია, დაიცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ამაში პოლიტიკური არაფერია", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მტერს „საქართველოს დემოკრატიული სისტემის მოშლა“ სურს. "მტერს არ შეუძლება, გაუწვე და ფეხები აულოკო. დათვს რაც არ უნდა ბაბა ეძახო, შეგჭამს, ჯობია ჯოხით ან თოფით მოიგერიო. უკეთესია აერიდო, მაგრამ თუ გადაგეყარა, დათვის ერთი ადგილის ლოკვა ამ საქმეს არ შველის. მე ამ დათვში დათვს ვგულისხმობ და არა რომელიმე სახელმწიფოს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.