პოლიციამ გუშინ საღამოს ქუთაისში დაკავებული საპროტესტო აქციის 40-მდე მონაწილე გვიან ღამით გაათავისუფლა. პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, გუშინ დაახლოებით 22 საათზე მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ თანამშრომელთა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და გაფრთხილების გარეშე აქციის თხუთმეტამდე მონაწილე, მათ შორის ოთხი მოშიმშილე, დააკავეს. მათივე თქმით, სამართალდამცავებმა დააკავეს აქციის ის მონაწილეებიც, რომლებიც ამ დროისთვის აქციაზე აღარ იმყოფებოდნენ .
ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოტა უტიაშვილმა განუცხადა რომ, აქციის მონაწილეთა დაკავება იმის გამო მოხდა, რომ გაფიცვის მონაწილეები ხელს უშლიდნენ ქარხანაში მომუშავე პერსონალს - „უწყობდნენ სირცხვილის კორიდორებს, აფურთხებდნენ“ და ა. შ. რის გამოც ქარხნის ხელმძღვანელობამ პოლიციას მიმართა. უტიაშვილის თქმით, პოლიციაში დაკავებულებმა ხელწერილების დააწერით დადეს პირობა, რომ მსგავს ქმედებებს აღარ ჩაიდენენ და ამის შემდეგ განთავისუფლდნენ. ” გაფიცვის გაგრძელებას „ჰერკულესის“ მუშებს არავინ უკრძალავს, თუ ისინი სხვებს ხელს არ შეუშლიან.”- აღნიშნა შოთა უტიაშვილმა.
საწარმოს თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და საწარმოდან დათხოვნილი 17 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენას მოთხოვენ.13 სექტემბრიდან 100-მდე მუშამ გაფიცვა გამოაცხადა, ოთხი თანამშრომელი რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა.
ქარხანა "ჰერკულესი" ქართულ-ინდურ შპს "ევრაზიანსთილსის" საკუთრებაა, ქარხანაში 350 საქართველოს და 150 ინდოეთის მოქალაქე არის დასაქმებული.
ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. მის თქმით, ხელისუფლება ცდილობს „გაუგზავნოს სერიოზული გზავნილი ყველას, რომ დაუშვებელია პროტესტი ნებიმიერ თემაზე“.
როგორც ალასანია აღნიშნავს, "თავისუფალი დემოკრატები" ინვესტიციებისა და ინვესტორების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ინვესტიციებს მოქალაქეების ინტერესები არ უნდა შეეწიროს. მათ „უნდა ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო პირობები და მათი ღირსება ყველა ფეხის ნაბიჯზე არ უნდა ილახებოდეს“.