საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას. ” დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან და ვფიქრობ, ეს იმაზე გაცილებით ადრე მოხდება, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია”- ამბობს საქართველოს პრეზიდენტი უკრაინული გამოცემა ”სეგოდნიასთვის” მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, რომ 2012 წელს ამ მიმართულებით საქართველო წინსვლას აჩვენებს. ინტერვიუში სააკაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ ჩიკაგოს სამიტი ჯეროვნად შეაფასებს რეფორმირების თვალსაზრისით საქართველოს მიღწევებს. ”ჩემი განწყობა რეალისტურიც არის და თან ოპტიმისტურიც. ცხოვრებამ მასწავლა, რომ უკიდურეს ოპტიმიზმში არ უნდა გადავარდე, მ,აგრამ რეალურად ძალიან კარგი შანსი არსებობს”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და თან განმარტავს, რომ ცხადია ძალიან ბევრი რამ არის დამოუკიდებული მსოფლიო პროცესებზე, რომლებიც ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.
ნატოს მომავალ, ჩიკაგოს სამიტზე საქართველო იმსახურებს ძლიერ სიგნალს ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადა ახლახან თბილისში ვიზიტისას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ აუდრონიუს აჟუბალისმა.