პარლამენტმა 92 ხმით პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები კანონში სახელმწიფო ქონების შესახებ, რომელიც სახელმწიფო კომპანიების აქციათა პაკეტების საერთაშორისო ბირჟებზე გაყიდვას ითვალისწინებს.
კანონპროექტში არ არის კონკრეტულად მითითებული, სახელმწიფო კომპანიის რამდენ პროცენტიანი წილი შეიძლება იქნას პრივატიზაციის ამ ფორმით გასხვისებული. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აქციების განთავსებაზე გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს, რომელმაც განკარგულებით უნდა დაადგინოს პრივატიზებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმების, საპრივატიზებო თანხის გადახდის და ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლის ვადები, ანგარიშსწორების პირობები, ასევე საწყისი საპრივატიზებო ფასი.
ინიციატივის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა აგვისტოში გამოაცხადა. მის თქმით, ეს ინიციატივა რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას ლონდონის და ვარშავის ბირჟებზე 15-20-25%-ის აქციების განთავსების შესაძლებლობას შეუქმნის.
იმ კომპანიებს შორის, რომელთა აქციების განთავსებასაც მთავრობა საერთაშორისო ბირჟებზე გეგმავს არის: „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს ელექტროსისტემა“, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს მართავს და რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს, ასევე „თელასი“, რომელშიც სახელმწიფოს წილი 24.53%–ს შეადგენს.
საკომიტეტო მოსმენის დროს მთავრობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მთავრობა სახელმწიფო კომპანიების აქციების 15–დან 25%–მდე გასხვისებას გეგმავს. ამავე დროს, უკვე ინიცირებულია ცვლილებები ნავთობისა და გაზის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სახელმწიფოს მინიმალური წილი 75 პროცენტის ნაცვლად 50 პროცენტზე მეტით განისაზღვრება. შესაბამისად, მთავრობას დანარჩენი აქციების გასხვისების უფლება ექნება.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში თანხების მოზიდვის მიზნით ხელისუფლებამ შესაძლოა საერთაშორისო ბირჟებზე სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტებიც გაიტანოს.
როგორც, თავის მხრივ, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტების გაყიდვა „არათუ არ იგეგმება, ისინი მუდმივად და უვადოდ დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში“. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ისინი მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელებს „სიტყვაზე“ ვერ ენდობიან. საქართველო სახელმწიფო კომპანიების აქციების საკონტროლო პაკეტის გასხვისებას არ აპირებს - ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, საერთაშორისო ბირჟებზე განთავსდეს მინორიტარული პაკეტები ან 20-25 პროცენტი. პრემიერის თქმით საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებული აქციების რაოდენობა 49 პროცენტზე მეტი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება.