#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/qabulbangbangvol23232.png##fbimage#
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დასრულდა ოპერაცია თალიბთა იმ დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც გუშინ ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ შენობაში გამაგრდა და ცეცხლი გაუხსნა ნატოს შტაბ-ბინას და აშშ-ს საელჩოს . ოპერაციაში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო და ავღანეთის ძალების ქვედანაყოფები. გავრცელებული ცნობებით დაღუპულთა რიცხვი უკვე 11-ამდე გაიზარდა , ხოლო დაჭრილია 20 ადამიანზე მეტი , მათ შორის ნატოს სამხედრო მოსამსახურეები. თალიბთა ჯგუფის ეს იერიშიც აჩვენებს ავღანეთის ძალებისთვის რამდენად რთული იქნება ნატოსგან უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობის გადაბარება- აღნიშა ერთ-ეთმა ავღანელმა პოლიტოლოგმა. 13 სექტემბერს ქაბულში მებრძოლებმა განახორციელეს ბოლო პერიოდის მეორე მსხვილი შტურმი. ერთი თვის წინ თვითმკვლელი ტერორისტების იერიშს ქალაქის ცენტრში 9 ადამიანი შეეწირა. ქაბულში დასრულდა ოპერაცია მეამბოხეთა წინააღმდეგ
tbl.ge/f5x
დაკოპირდა




