ვაინჰაუზის უკანასკნელი ჩანაწერი. რიჰანა არმანის ახალი სახეა

 14 სექტემბერს ემი ვაინჰაუზის უკანასკნელი ჩანაწერი გამოვა. ტონი ბენეტთან დუეტი ვაინჰაუზმა 23 მარტს, ები როუდ სტუდიოში ჩაწერა. ვიდეოს სიმღერაზე “Body and Sole” საზოგადოება 14 სექტემბერს, მომღერლის დაბადების დღეზე იხილავს. ემი ვაინჰაუზს 28 წელი შეუსრულდებოდა. მოგება, რომელსაც ვიდეო მოიტანს, ემი ვაინჰაუზის სახელობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც ნარკოტიკებზე დამოკიდებული ახალგაზრდების დახმარებას ისახავს მიზნად.

რიჰანა არმანის ახალ სარეკლამო კამპანიაში იღებს მონაწილეობას. მომღერალმა საცვლების ახალი კოლექციისთვის გაიხადა და ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. რიჰანამ არმანის სარეკლამო ბილბორდებზე მსახიობი მეგან ფოქსი ჩაანაცვლა.

ჰიუ ჰეფნერმა ჟურნალ ფლეიბოის ოქტომბრის გამოცემას დაუჯერებელი ფასი დაადო. ახალი ნომერი 16 სექტემბერს გამოვა და 60 ცენტი ეღირება. მამაკაცებისთვის განკუთვნილ ჟურნალს რეტრო სახე დაუბრუნეს, სწორედ ისეთი, როგორიც ჟურნალის პირველად გამოცემისას 1961 წელს.
ახალი ნომრის გარეკანზე ლორა ბენანტის ფოტოა განთავსებული.

 სერიალ „სპარტაკუსი“-ს მსახიობი ენდი უიტფილდი  გარდაიცვალა კვირას, ავსტრალიაში. უიტფილდი სიმსივნით იყო დაავადებული, იგი 39 წლის გახლდათ.

კომენტარები