საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეხვედრებაზე, რომელსაც ახლო მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისში გამართავს, მთავარი აქცენტი საქართველოს დეოკუპაციაზე გაკეთდდება. ” ჩვენ მადლიერები ვართ საფრანგეთის და მისი პრეზიდენტის, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო 3 წლის მანძილზე (თუ არ ჩავთვლით პერევიდან უკანდახევას) რუსეთს არ გადაუდგამს ნაბიჯები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესასრულებლად. ”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემდა დასძინა: ” საქართველოსთვის თავისთავად მნიშვნელოვანია ნიკოლა სარკოზი ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და დარწმუნდეს, რომ მისი შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთს არ შეუსრულებია. ”
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტისას წინა პლამზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი წამოიწვეს. ნიკოლა სარკოზი საქართველოს ახლო მომავალში, ამიერკავკასიაში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში უნდა ეწვიოს.