სკოლები ახალი სასწავლო გეგმით იხელმძღვანელებენ

 მომავალი სასწავლო წლიდან სკოლები ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით იხელმძღვანელებენ. ეს სიახლე 15 სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეებს შეეხებათ. 2012 წლიდან კი ახალი სასწავლო გეგმა მეშვიდე-მეთორმეტე კლასებშიც დაინერგება. სკოლებში დაგეგმილი სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს გააცნო. პირველი-მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რომელიც მინისტრის განცხადებით, ბევრად უფრო მაღალ სტანდარტისაა. სახელმძღვანელოები 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება, ფასი კი 10 ლარს არ აღმატება. სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს წიგნებს უფასოდ გადასცემენ. პირველკლასელები და მათი დამრიგებლები კი პრეზიდენტისაგან საჩურად პერსონალურ კომპიუტერსაც მიიღებენ. მასში სასწავლო პროგრამებია ჩატვირთული.

სკოლებში წელს პირველად ამოქმედდება ელექტრონული ჟურნალები და ბიბლიოთეკები. მინისტრის თქმით, სკოლები ელექტრონული მართვის სისტემაზე გადადიან.

კომენტარები