ტყიბულის მაღაროში ერთი ადამიანი დაიღუპა

35 წლის თემურ გაბრიაძე დაიღუპა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში . უბედური შემთხვევის მიზეზად შპს ”საქნახშირში” ტექნიკური ციკლის დარღვევას ასახელებენ. ცნობას სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. სააგენტო შპს ”საქნახშირის”  ტექნიკური დირექტორის მოადგილეზე დაყრდნობით იუწყება, რომ  ინციდენტის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. 2011 წლის 22 იანვარს ტყიბულის მაღაროში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2010 წლის 3 მარტს მომხდარს კი 4. ასევე 4  მაღაროელი  შეეწირა 2010 წლის 27 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას.  

კომენტარები