საქართველოს საგარეო უწყებამ უცხოელ დიპლომატებს რუსული ვერტმფრენების მიერ 7 სექტემბერს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამ მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე საქართველოში აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის საელჩოების, ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგი დარღვევა და საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრა, მიზნად ისახავს საქართველოში არსებული მდგომარეობის შემდგომ ესკალაციას.
ოფიციალურმა თბილისმა მოუწოდა უცხოელ დიპლომატებს, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი და განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მოთხოვნით.
საქართველსო საგარეო უწყების ინფორმაციით, "მი-8" ტიპის სამი სამხედრო ვერტმფრენი 7 სექტემბერს, 13:05 საათზე, სოფელ შატილის მახლობლად, რუსეთის ხმრიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა. ვერტმფრენები 3 კილომეტრით შეიჭრნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს თავზე, რის შემდეგაც საქართველოს საჰაერო სივრცე დატოვეს.
8 სექტემბერს თბილსის ბრალდებები უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. სამხედრო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმირ დრიკის განცხადებით, რუსულ ავიაციას საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.