ყოველდღიურად 15 გრამი ალკოჰოლის მიღება ქალებისთვის ჯანმრთლობის საწინდარია.

ქალები, რომლებიც ყოველდღიურად დაახლოებით 15 გრამ ალკოჰოლს სვამდნენ, არამსმელებზე ჯანმრთელი მოხუცები არიან. მათ ნაკლებად აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები და არც აზროვნებასა და ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. კვლევის შედეგები ჰარვარდის მკვლევართა ჯგუფმა წარმოადგინა. მათ 13 894 ქალის კვებისა და სმის რეჟიმი შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ შუახნის ქალბატონებს, რომლებიც ალკოჰოლს ყოველდღიურად სვამენ, 19%-ით მეტი შანსი აქვთ 70 წლის ასაკში არამსმელებზე ჯანმრთელები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მკვლევარები არამსმელებს ცხოვრების წესის შეცვლას არ ურჩევენ. უპირველესად, კვების რეჟიმის მოწესრიგებისა და ვარჯიშისაკენ მოუწოდებენ.

კომენტარები