Wikileaks: ლევან გაჩეჩილაძეს პრემიერ-მინისტრობას სთავაზობდნენ

2009 წლის გაზაფხულზე, თბილისში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას საქართველოს ხელისუფლება  ლევან გაჩეჩილაძეს  პრემიერ-მინისტრობას სთავაზობდა.  ინფორმაცია ამის შესახებ  საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩს ჯონ ტეფტს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მიაწოდა ნათქვამია   2009 წლის 5 ივნისით დათარიღებულ საიდუმლო დეპეშაში, რომელიც Wikileaks-მა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ირაკლი ალასანიამ ელჩს აცნობა, რომ ქუჩის აქციების პარალელურად, ლევან გაჩეჩილაძე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.  „თავისუფალ დემოკრატთა“ ლიდერმა აღნიშნა, რომ იგი, სხვა ზომიერ ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ამ მოლაპარაკებებს მხარს უჭერდა, თუმცა რადიკალები წინააღმდეგნი იყვნენ. ინფორმაცია მოლაპარაკებების შესახებ, ალასანიას  თქმით, მან პირადად გაჩეჩილაძისგან მიიღო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას პირადად შეხვედრა და პრემიერ-მინისტრად მისი დანიშვნის  განხილვა შესთავაზა.

როგორც ალასანიამ ტეფტს აცნობა,  გაჩეჩილაძის  შეხვედრა სააკშვილთან  დაგეგმილი  იყო, თუმცა, გაჩეჩილაძის „გაუბედაობის“ გამო ვერ შედგა. 

კომენტარები