თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის ღამეს, ყინწვისში დაკავებულ 15 პირს განაჩენი გამოუტანა. ბრალდებულებს 5, 6 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა-შენახვაში.
"სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებული იქნა მხარეთა მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით და თავად ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენებებით. ბრალდებულებმა აქტიურად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა საქალაქო სასამართლოს სპიკერ მოსამართლე ეკა არეშიძემ.
სასამართლომ დაადგინა, რომ გაზაფხულზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი ჩიხლაძემ ირაკლი ოქრუაშვილისა და იოსებ გიგუაშვილის დავალებით ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად უკანონო ბანდფორმირება შექმნა. დაჯგუფებას ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა და ხელისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით პროვოკაციები მოეწყო.
ყინწვისის მონასტერთან 26 მაისს, გამთენიისას, 24 ადამიანი დააკავეს. თავდაპირველად მათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მოწყობის ბრალდება წაუყენეს. ივლისში დაკავებულთა ნაწილთან საპროცესო გარიგებები გაფორმდა. ზოგიერთ მათგანს პირობითი სასჯელი, ზოგიერთს კი 3, 4 და 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
12 აგვისტოს ორი ბრალდებულის - ნიკოლოზ გოგუაძისა და ოლეგ კეშელავას სასამართლო პროცესიც დასრულდა. ნიკა გოგუაძეს შეთქმულების მოწყობისა და იარაღის უკანონოდ ტარებისთვის 12 წლით პატიმრობა მიესაჯა, ოლეგ კეშელავას კი - 6 წლით.