"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა, პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე დაასახელოს , - ასეთი ვარაუდი , აშშ-ს ყოფილ ელჩთან ჯონ ტეფტთან საუბრისას, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამჟამად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოთქვა. ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის შეტყობინებაშია ნათქვამი, რომელიც საიტმა WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2009 წლის 6 იანვრით არის დათარიღებული.
"ზოგიერთი კომენტატორი, სააკაშვილის წასვლის შემდეგ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაშლას უწინასწარმეტყველებს. ამის მიუხედავად, სააკაშვილის მემკვიდრე შესაძლოა დავით ბაქრაძე გახდეს“, - ნათქვამია გზავნილში.
დიმიტრი შაშკინი ტეფტთან საუბარში ბაქრაძეს როგორც ჭკვიანსა და დამოუკიდებელს ახასიათებს და აღნიშნავს, რომ სპიკერი „კარგად მუშაობს, როგორც პარტიაში, ისე - პარტიის გარეთ“. შაშკინის თქმით, სააკაშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების უმრავლესობა მხარს ბაქრაძეს დაუჭერს. მისი თქმით, სააკაშვილი ხშირად სთხოვს ბაქრაძეს რჩევას, მინისტრთა ახალ კაბინეტის დამტკიცების წინ კი მას საგანგებოდ შეხვდა.
შაშკინი ვარაუდობდა, რომ ბაქრაძე შესაძლოა პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი გახდეს, კიდევ ერთ პიროვნებად, ვისაც შესაძლოა ამგვარი ამბიცია გაუჩნდეს, იგი საგარეო საქმეთა მინიტრს გრიგოლ ვაშაძეს ასახელებს.
შაშკინმა ჯონ ტეფტს ასევე უამბო ხმების შესახებ, რაც ქართულ ოპოზიციაში ვრცელდება - თითქოს აშშ-სა და ევროკავშირს სააკაშვილის გადაყენება ჰქონდათ გადაწყვეტილი . შაშკინი ელჩს ასევე ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ მოღვაწეობაზე ესაუბრა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ალასანიას გამოჩენა შიდა პოლიტიკაში ნაადრევი და მოუმზადებელი იყო.
WikiLeaks-ის მორიგ დოკუმენტთან დაკავშიღებით დღეს აშშ-ს ელჩს საქართველოში ჯონ ბასს ჰკითხეს თუ ვის მოიაზრებს საქართველოს მომავალ პრეზიდენტად, ელჩმა აღნიშნა: "ვინ იქნება მომავალში საქართველოს პრეზიდენტი, ეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ხოლო ამერიკა ამისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად ყველაფერს გააკეთებს".