ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე წვრთნები მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. ტაქტიკურ წვრთნებში მოტომსროლელი ბატალიონის 300 რუსი სამხედრო მონაწილეობს. მასში 70 ერთეულ საბრძოლო ტექნიკას იყენებენ. წვრთნებს სამხედრო ბაზის მეთაური, გვარდიის პოლკოვნიკი, ალექსანდრე შუშუკინი, ხელმძღვანელობს.
ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროების წვრთნა მიმდინარეობს
tbl.ge/15gi
დაკოპირდა




