ფსიქოტროპულ აფთიაქებში დარღვევები აღმოაჩინეს

ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურმა საქართველოს ავტორიზებული ფსიქოტროპული აფთიაქების  შემოწმებისას 173 სამართალდარღვევა აღმოაჩინა. ტაბულასთან საუბარში ინსპექცირების განყოფილების უფროსმა, დავით მაჭარაშვილმა, აღნიშნა, რომ ამ აფთიაქებში უმეტესად სპეციალურ კონტროლდაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებებს ურეცეპტოდ ყიდდნენ. გარდა ამისა, აღრიცხვისა და გაცემის დადგენილ წესებს არ იცავდნენ. აღმოჩენილია ვადაგასული სამკურნალო საშუალებებიც.  

ლიცენზიებისა და ნებართვების კანონის რამდენჯერმე დარღვევისათვის, სამ აფთიაქს ლიცენზია გაუუქმეს. სხვა აფთიაქებს  42 568 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოართვეს. ჯამში ისინი 307 900 ლარით დაჯარიმდნენ. 180 დასახელების მედიკამენტი კი  ლაბორატორიული ანალიზისათვისაა გაგზავნილი.

 



კომენტარები