ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით ” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის - DABS Fingerprints/Forensics -ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. ამ დასკვნის მიხედვით ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციციაში” გამოთქვეს ვარაუდი, რომ კვინტრაძე, რომლის ცხედარიც მაისში, რუსთაველზე საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ ერთ-ერთ სახურავზე აღმოაჩინეს პოლიციელებს ჰყავდათ დაკავებული. ”ახაგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლის თამარ ჩუგოშვილის განმარტებით ექსპერტიზამ 26 მაისის აქციაზე დაკავებული პირის ამსახველი ფოტოები და ”რუსთავი 2”-ის ეთერით გასული ვიდეომასალა შეადარა პროზექტურაში გადაღებულ ფოტოს, ასევე გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ფოტოს და 7 თანმხვედრი ნიშანი აღმოაჩინა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ეჭვობენ, რომ კვინტრაძის ცხედარი მიკვლევის ადგილას მოგვიანებით, კვალის დაფარვისთვის იქნა მიტანილი. "აღნიშნული ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ნიკა კვინტრაძე შესაძლოა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად იყოს გარდაცვლილი" - აცხადებს ჩუგოშვილი. ” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პროკურატურას სთხოვს საზოგადოებას მტკიცებულებები წარუდგინოს 26 მაისს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით. ნიკა კვინტრაძე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა. აქციის დაშლის შემდეგ მისი ადგილ;სამყოფელი დაუდგენელი იყო. 27 მაისს პლიციამ ”თავისუფლების მოედნის” მეტროსთან ერთ-ერთი მარკეტის სახურავზე ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის ცხედრებს მიაგნო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრაგიკული ფაქტის მიზეზედ ელეტქროსადენებთან შეხება დაასახელა. მოგვიენაბით შსს-ს წარმომადგენელმა უარყო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვერსია , რომ აქციის დაშლის დროს ნიკა კვინტრაძე პოლიციას ჰყვადა დაკავებული. შსს-ში ასევე განაცხადეს რომ აქციის დაშლისას პოლიციის ბრალეულობით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.
)ტაბულასთან” საუბრისას აშშ-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გამოთქმული ვარაუდი კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, 26 მაისს დაკავებული პიროვნება, რომელიც აქციის დაშლის დროს გადაღებულ ფოტოს და ვიდეომასალებში ნიკა კვინტრაძეს მიამსგავსეს, სინამდვილეში ქარელში მცხოვრები გიორგი ბაქრაძეა, რომელიც დღესდღეობით ცოცხალი და ჯანმრთელია.
უტიაშვილის თქმით, გამოძიება ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების ფაქტზე ამჟამად დასრულებულია და საქმე დახურულია.
ორი სამოქალაქო პირის გარდა, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ორი პოლიციელი დაიღუპა. ისინი ნინო ბურჯანაძის კორტეჟის ავტომანქანებმა გაიტანა. სასმართალდამცავებმა ამ ფატქზე ბურჯანაძის პარტიის ოთხი მძღოლი დააკავეს. სასამართლოომ მათ სხვადასხვა ვადით - 3-დან 12 წლამდე, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, 26 მაისს ძალის გადამეტებისათვის სულ 14 პოლიციელი დაისაჯა. ზიგიერთი მათგანი სამსახურიდან დაითხივეს, დანარჩენებს სხვადასხვა სახის სამსახურებრივი სასჯელი დაეკისრათ. პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების საქმის გამოძიებას ამჟამად მთავარი პროკურატურა აწარმოებს.