სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” მომხმარებით 213 ქვეყანას შორის საქართველომ 88-ე ადგილი დაიკავა. ამ სოციალურ ქსელს საქართველოში 620 080 მომხმარებელი ჰყოლია. ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობის თვალსაზრისით საქართველოს მაჩევენებლი უსწრებს აზერბაიჯანის და სომხეთის მაჩვენებლებს. გამოკვლეულ 213 ქვეყანას შორის აზერბაიჯანმა 93-ე ადგილი დაიკავა - 472 220 მომხმარებლით, ხოლო სომხეთმა 117-ე ადგილი - 195 580 მომხმარებლით. რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს 154 მილიონი მომხმარებლით.




