რუსეთში საქართველოს ყოფილი საელჩოს სასტუმრო აუქციონზე გაიტანეს

მოსკოვში საქართველოს ყოფილი საელჩოს სასტუმრო აუქციონზეა გატანილი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ  ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. სასტუმრო ქართულ მხარეს 2006 წელს უკანონოდ  ჩამოართვეს. ნინო კალანდაძის განცხადებით  უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გამო  საქართველო კარგა ხანია დაობს .  შენობის დაბრუნების მოთხოვნით  წელს პირველი ნოტა ივლისის ბოლოს გაიგზავნა,  თუმცა მასზე  პასუხი  არ ყოფილა. აგვისტოს ბოლოს კი შენობა აუქციონზე გაიტანეს. ქართული მხარე  ფაქტს  უკანონოდ მიიჩნევს და მოსკოვს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ისიც, რომ შენობის აუქციონზე გატანას საეჭვოდ დაემთხა შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციისათვის ელექტოენერგიის შეწყვეტა, რაც კერძო მფლობელს მიეწერა. 

კომენტარები