ყვარლის რაიონში უძველესი ქალაქი - გრემი -განახლდა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/gremi.png##fbimage#
ყვარლის რაიონში  დასრულდა ისტორიული ქალაქის - გრემის- განახლების მასშტაბური პროექტი. აღდგენილია მთავარანგელოზის კომპლექსში შემავალი ყველა არქიტექტურული ძეგლი, სამეფო რეზიდენცია, კომპლექსის გალავანი და უძველესი მარანიც.  განახლებულია გრემის ნაქალაქარის ისტორიული სავაჭრო უბანი. კონსერვაცია ჩაუტარდა გრემის აბანოს, რესტავრირებულია სასახლე კოშკში და მეფეთა დარბაზი. პროექტის ფარგლებში გრემის ნაქალაქარსა  და მთავარანგელოზის კომპლექსის ტერიტორიაზე ახალი მუზეომი აშენდება, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ დეტალურად გაეცნონ  გრემის ისტორიას, მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, აღდგენილია ძეგლთან მისასვლელი გზები.   განახლებული გრემი მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა. ” სანამ ვიღაცეები ლაყბობენ, რომ საქართველოს მთავრობა ეკლესიას ებრძვის, ჩვენ 500-ზე მეტი  ტაძარი აღვადგინეთ. ჩვენ ეკლესიებს ვაშენეთ, ისინი კი გვლანძღავენ. ჩვენ ახალ ფაქტებს ვაჩენთ  ჩვენი უძველესი წარსულიდან, ისინი კი ყველანაირდ ცდილობენ დაამახინჯონ ისტორია და დღევანდელობა”-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა  განახლებული ისტორიული ქალაქის დათვალიერებისას.

შუა საუკუნეებში ქალაქი გრემი კახეთის სამეფოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქი მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში  სპარსთა შემოსევამ გაანადგურა.

 

კომენტარები