საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული , ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი პენსია, 1 სექტემბრიდან, 100 ლარამდე გაიზარდა. აქამდე პენსიის ოდენობა 80 ლარს შეადგენდა და მას სტაჟის მიხედვით 2-იდან 10 ლარამდე ემატებოდა. დედაქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 10 ლარიანი დანამატით სარგებლობდნენ თბილისელი პენსიონრები. მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდის თაობაზე განაცხადი პრეზიდენტმა სააკაშვილმა მარტში გააკეთა. პენსიის გაზრდილი ოდენობის დასაფარად დამატებითი თანხა (55 მილიონი ლარი ) სახელმწიფო ბიუჯეტში აპრილში ჩაიდო.
მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს მინიმალური პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას შეპირდა, რამდენიმე თვის წინ მან იმედი გამოთქვა რომ ამ დაპირების შესრულება მომავალი წლიდან გახდება შესაძლებელი.
მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს მინიმალური პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას შეპირდა, რამდენიმე თვის წინ მან იმედი გამოთქვა რომ ამ დაპირების შესრულება მომავალი წლიდან გახდება შესაძლებელი.




