სახალხო დამცველს ხათუნა კალმახელიძის უწყებისადმი შენიშვნები აქვს

სახალხო დამცველის აპარატმა ზუგდიდის N4 და ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  ჩატარებული მონიტორინგის მოკლე  მიმოხილვა გამოაქვეყნა.  სახალხო დამცველის აპარატს შენიშვნები და პრეტენზიები აქვს სასჯელაღსრულების პრობაციისა და  იურიდიული დახმარების  სამინისტროს მიმართ.

კერძოდ, ზუგდიდის N4 და ბათუმის N3  საპყრობილეებში „ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებული და ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად აღარ ექვემდებარება რემონტს. აღნიშნული მიზეზის გამო  ორივე დაწესებულებაში  შეუძლებელია მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურება“ -აღნიშნულია ანგარიშში . გარდა ამისა, ორივე საპყრობილე გადატვირთულია პატიმრებით - ბათუმის დაწესებულებაში, რომელიც   557 ადამიანზე გათვლილი  სასჯელს 652 იხდის, ზუგდიდის საპყრობილის ლიმიტი კი 305 პატიმარია, თუმცა დღეისთვის იქ 378 მოქალაქე იმყოფება.

ომბუდსმების აპარატის თანამშრომლები  აღნიშნავენ დადებით ტენდენციებასც -გაუმჯობესდა პატიმართა მიმართ მოპყრობა.  მსჯავრდებულები ადმინისტრაციის მიმართ, რაიმე მნიშვნელოვან პრეტენზიას არ გამოთქვამენ. ასევე დადებითად არის შეფასებული ბათუმის N3 დაწესებულების სოციალური სამსახურის მუშაობა . პატიმრების გადმოცემით ეს სამსახურის მაქსიმალურად ცდილობს მსჯავრდებულთა დახმარებას. ბათუმის დაწესებულების სოციალური სამსახურის კარგი მუშაობა სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშშიც იყო ასახული.  

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დეტალური ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება.

კომენტარები