ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის არსებით განხილვაში მიღების საკითზე იმსჯელებს. სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოსმენა ამ საკითხზე 22 სექტემბერს არის დანიშნული. საქართველოს მთავრობამ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის და შემდგომი ოკუპაციის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევებთან დაკავშირებით წარადგინა. ამ საკითზე პირველად სასამართლოს საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა. სრული განაცხადი თანდართული მასალებით თბილისმა სტრასბურგში 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. 2010 წლის 10 მარტს კი საქართველოს მთავრობამ განაცხადის დაშვებისთვის დამატებითი კომენტარები წარადგინა .
საქართველსო იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ სასამართლოს წარუდგინა უშუალოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეების და მათი მხარადჭერით , დროებით რუსეთის მიერ კონტროლიტრებად საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ფართომასშტაბიანი და სისტემატური დარღვევის მტკიცებულებები. განაცხადი შეეხება სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევებს, წამების , არაადამიანური, და დამამცირებელი მოპყრობის სავარუადო ფაქტებს. ასევე თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, აგრეთვე საკუთრების და განათლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების სავარაუდო დარღვევებს.
აღნიშნული სარჩელი უკვე მეორე განაცხადია , რაც საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეიტანა. პირველი განაცხადი თბილისმა 2007 წელს, რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების დევნასთან დაკავშირებით წარადგინა. 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დაწყება დაადგინა, რომელიც ამ დროისთვისაც გრძელდება.