"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თელავის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად ვასილ დავითაშვილი წარადგინა. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა და სხვა წევრებმა თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე, დაასახელეს. დავითაშვილი წინანდლის მოსახლეობასაც შეხვდა. კანდიდატის განცხადებით, მისი პრიორიტეტი „დასაქმება და 24-საათიანი წყალმომარაგება“ გახდება.
მანამდე საკუთარი კანდიდატი თელავში ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ წარადგინა - მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, ნიკოლოზ ლაშხი. საკუთარი კანდიდატის წარდგენას თელავში „მრეწველებიც“ გეგმავენ.
თელავის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ის თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გია არსენიშვილის, გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თელავის საარჩევნო ოლქში 56 932 ამომრჩეველია რეგისტრირებული.