ხელოვნური ვირუსი, რომელიც სისხლში შეყავთ, შერჩევითად უტევს სხეულში გავრცელებულ კიბოს უჯრედებს და არ ეხება ჯანმრთელ ქსოვილებს. ამ სიახლის შესახებ ჟურნალი Nature იტყობინება. კიბოსთან საბრძოლველად ხელოვნური ვირუსის გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებით დასავლურ მედიაში მიუთითებენ, რომ კიბოს დასამარცხებლად ხელოვნური ვირუსის გამოყენება მედიკოსებმა აქამდეც სცადეს, თუმცა წინა მცდელობებზე ხელოვნური ვურუსი პირდაპირ დაავადებულ უჯრედებში შეჰყავდათ, რათა იმუნური სისტემა მისი ზემოქმედებისგან დაეცვათ.
ვირუსი, სახელწოდებით JX-594, იმავე ვირუსის მოდიფიცირებული სახეა, რომელსაც ყვავილას ვაქცინის დასამზადებლად იყენებენ. ცდის ფარგლებში ის სხვადასხვა დოზით სისხლში 23 კიბოთი დაავადებულ პაციენტს შეუყვანეს.
რვა პაციენტიდან, რომელთაც ყველაზე დიდი დოზის ინექცია გაუკეთდა, შვიდ შემთხვევაში ვირუსმა კიბოს უჯრედებზე იმოქმედა, ჯანმრთელ ქსოვილზე კი არა.
ინექციამ ექვს შემთხვევაში სიმსივნის განვითარება შეაჩერა, თუმცა, კიბო არ განუკურნავს. პაციენტებს მხოლოდ ერთი დოზა გაუკეთდათ, რადგან ექსპერიმენტი ვირუსის უსაფრთხოების გამოსაცდელად ჩატარდა.
კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა, მკვლევარები მას სერიოზული იმედებს უკავშირებენ. მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა მედიცინის ისტორიაში, როცა ვირუსულმა თერაპიამ შესძლო, ინტრავენური ინექციის გზით, პაციენტის მხოლოდ კიბოთი დაზიანებულ ქსოვილზე ემოქმედა.
”ახალი კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან მან გვაჩვენა, რომ ვირუსი, რომელიც აქამდე მილიონობით ადამიანს ყვავილას საწინააღმდეგოდ უკეთდებოდა, ახლა შეიძლება კიბოსკენ მივმართოთ - მაშინაც კი, როცა ის მთელ სხეულზეა გავრცელებული” - ამბობს დიდ ბრიტანელი პროფესორი ნიკ ლემოინე.