რუსეთში, თავდასხმის შედეგად მოკლეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის ედუარდ კოკოითის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ულიანოვსკის ექს-გუბერნატორი ალექსანდრე ბოლშაკოვი.
გამოძიების ინფორმაციით, 31 აგვისტოს ღამით სუზდალში ბოლშაკოვის სახლში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით ფული მოითხოვა.
უცნობებმა სახლის პატრონი სარდაფში ჩაათრიეს, სცემეს შემდეგ კი კისრის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ბოლშაკოვი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვლა.
თავდამსხმელებმა ასევე სცემეს ალექსანდრე ბოლშაკოვის მეუღლე ვალენტინა, კიდევ ორი პირი, რომელიც თავდასხმის დროს სახლში იმყოფებოდა არ დაზარალებულა.
წინასწარი მონაცემებით სახლიდან წაღებულია 300 ათასზე მეტი რუბლი, ასევე ვიდეომოწყობილობა, რომელზეც გარე თვალთვალის კამერების მიერ გადაღებული მასალა იყო დაფიქსირებული.
გამოძიება დანაშაული ჩადენის ერთ-ერთ მოტივად ბოლშაკოვის პოლიტიკურ საქმიანობასა და სახელმწიფოს სტრუქტურებში მუშაობასაც განიხილავს
ალექსანდრე ბოლშაკოვი საოკუპაციო რეჟიმის ადმინისტრაციის უფროსად 2008-2009 წლებში მუშაობდა. სამსახურიდან წასვლის შემდეგ სამუშაოდ სუზდალში გადავიდა და და მეწარმეობით იყო დაკავებული