თბილისში კატეგორიულად უარყოფენ ოფიციალური მოსკოვის ბრალდებას ცხინვალის რეგოინში დაგეგმილი „პროვოკაციის“ შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის მე-3 წლისთავზე, საქართველოს ხელისუფლება ახალგორის მიმართულებით „მშვიდობიანი მარშის“ მოწყობას გეგმავს. ოფიციალურ მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოს სამთავრობო უწყებები ამისთვის წეროვანში მცხოვრები დევნილების, ასევე ახმეტის რაიონში მხოვრები ჩეჩენი ლტოლვილებს მობილიზებაზე მუშაობენ. მსვლელობა, რუსული მხარის მტკიცებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე „მასობრიბ უკანონო შეჭრას“ ითვალისწინებს. ოფიციალურმა მოსკოვმა თბილისი ცინიზმსა და დევნილების „პოლიტიკურ თამაშებისი“ განოყენებაში დაადანაშაულა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა რუსულ ბრალდებას „შეთხზული ჭორი“ უწოდა. „ცნობები პროვოკაციის მზადების შესახებ აბსურდულია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ეს, როგორც ჩანს, ავადმყოფური გონების ნაყოფია“, - განაცვხადა შოთა უტიაშვილმა.
ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს რაიმე სახის მასობრივი ღონისძიებისათვის მზადება საქართველოში მოქმედმა ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიამაც უარყო. მისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელის სტივ ბერდის განცხადებით, მისია რეგიონში მონიტორინგს აწარმოებს და მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ მხარესთან, რომელიც მას რეგიონში დაგეგმილი ყველა ოფიციალური ღონისძიების შესახებ ატყობინებს. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ ქართული მხარე აღნიშნულ რეგიონში რაიმე აქციებს არ გეგმავს“, - განაცხადა ბერდმა.