რუსეთი ეწინააღმდეგება აშშ-ის და ევროპელი ლიდერების მოწოდებას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადადგომასთან დაკავშირებით, იტყობინება ინტერფაქსი. ”ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ასეთ მოწოდებებს და ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტ ალ-ასადს მეტი დრო უნდა მიეცეს გაცხადებული რეფორმების გასატარებლად,” განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსეთის ქმედება წინააღმდეგობაში მოდის დასავლელი ლიდერების მცდელობასთან, საერთაშორისო წნეხი გაზარდონ ალ-ასადის რეჟიმზე.
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ობამამ ალ-ასადს გადადგომისკენ მოუწოდა. მსგავსი განცხადება გააკეთეს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და ევროკავშირის სხვა ლიდერებმაც.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ: ”მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუშინ სირიის მთავრობამ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა”. იგივე განცხადება ალ-ასადმა გაეროს გენერალური მდივანთან, ბან კი მუნთან სატელეფონო საუბრისას გაიმეორა.
გაერო სირიასთან ურთიერთობაში აქტიურად არ არის ჩართული. საფრანგეთი და სხვა ევროპული ქვეყნები გაეროს ალ-ასადის ქმედებების დაგმობას სთხოვს. თუმცა, რუსეთის წინააღმდეგობის გამო რეზოლუციის მიღება ვერ ხერხდება. მხოლოდ გაერომ შეძლო ჰუმანიტარული მისიის შექმნა, რომელიც სირიაში შაბათს ჩავა.