Ferrari ელექტრომანქანების გაკეთებაზე უარს ამბობს

Ferrari-ში აცხადებენ, რომ არ სჯერათ ელექტრომანქანების და კომპანია არასოდეს გააკეთებს ასეთებს. ამ განცხადებამ ბევრი გააბრაზა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სჯერა, რომ ელექტრომანქანებს გარემოს დაცვაში დიდი წვლილი ექნება. თავის მხრივ, Ferrari-ში ამბობენ, რომ არ ჰგონიათ, რომ ელექტრომანქანების გამოშვება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში. კომპანია სულ სხვა ალტერნატივებზე ფიქრობს. ასეთია, მაგალითად, ჰიბრიდული მანქანები, რომელიც მომავლის მანქანებად მიაჩნიათ. ჰიბრიდული მანქანები ენერგიის ორ,  ან მეტ სხვადასხვა წყაროს მოიხმარენ.

სხვადასხვა კომპანიებმა უკვე დაიწყეს ელექტრომანქანებზე მუშაობა. ამ თვალსაზრისით პიონერი Nissan-ია. ელექტრომანქანებზე მუშაობს გერმანული BMW -ც.

კომენტარები