ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ალექსანდრე ანქვაბი თენგიზ კიტოვანის ინტერვიუს გამოეხმაურა და ბრალდებებს ცილისწამება უწოდა. ანქვაბის თქმით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებები პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის, სერგეი შამბას პროვოკაციაა.
„გამაოგნებელია, რომ დღეს მოწმედ და ფაქტობრივად მოკავშირედ გამოჰყავთ სამხედრო დამნაშავე, აფხაზი ხალხის მკვლელი, თენგიზ კიტოვანი. მისი ხელები ჩემი ხალხის სისხლშია ამოსვრილი. იგი იყიდეს და დარწმუნებული ვარ, არცთუ ძვირად“, განაცხადა ანქვაბმა.
ცოტა ხნის წინ კიტოვანმა გაზეთ ”Московская правда”-ს ინტერვიუ მისცა, სადაც 90-იან წლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ანქვაბი ქართულ დაზვერვასთან კოლაბორაციაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ანქვაბი ქართველებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა. იგივე ბრალდებები კიტოვანმა იმ ვიდეო ინტერვიუშიც გაიმეორა, რომელიც ორშაბათ საღამოს, სოხუმში, ფილარმონიასთან შეკრებილ ასეულობით ადამიანს უჩვენეს.
”ჩემს ოპონენტებს მოვუწოდებ, არ დაადგნენ იმავე გზას, რომელმაც 2004 წლის არჩევნებზე კინაღამ შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვია. ეს სახიფათოა ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის“ აცხადებს ანქვაბი ”ინტერფაქსთან” ინტერვიუში.
”პრეზიდენტობის” მესამე კანდიდატმა, რაულ ხაჯიმბამ ვიდეორგოლის ჩვენება დაგმო და განაცხადა, რომ ეს 27 ივლისის ”სუფთა და სამართლიანი არჩევნების” შეთანხმების დარღვევაა, რომელსაც სამივე კანდიდატმა მოაწერა ხელი.
ანქვაბი გაკვირვებულია შამბას შტაბის დუმილით და აცხადებს: ”საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით გაუჩნდა სავსებით საფუძვლიანი კითხვები: როგორ მოახერხეს ერთ-ერთი შტაბის წარმომადგენლებმა, - ხაზს ვუსვამ, - აფხაზი პრეზიდენტობის კანდიდატის, ეპოვნათ კიტოვანი და ეპოვნათ ასე ადვილად. და თუ მათ იპოვეს ის, რატომ არ დაუსვეს კითხვა მისი დანაშაულების შესახებ აფხაზეთში?”
იგი აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რატომ დუმდნენ მისი ”მოღალატეობის” შესახებ ოპონენტები 20 წლის მანძილზე. ”ან რატომ მუშაობდა მათი კანდიდატი ექვსნახევარი წლის მანძილზე ერთ მთავრობაში აფხაზეთის ”გამყიდველ” ანქვაბთან - თავდაპირველად მინისტრის რანგში ჩემი ხელმძღვანელობით მთავრობაში, ხოლო შემდეგ - პრემიერ-მინისტრად ვიცე-პრეზიდენტ ანქვაბთან?”