პოლიციამ ანდერს ბრეივიკი დანაშაულის ადგილას დაკითხა

 ანდერს ბრეივიკი პოლიციამ დანაშაულის ადგილას, კუნძულ იუტეიაზე, დააბრუნა.  იქ მას დაახლოებით რვა საათის განმავლობაში კითხავდნენ. პოლიციის განცხადებით, ბრეივიკი ემოციურად სრულიად გულგრილი არ იყო, თუმცა სინანული არ გამოუხატავს. პროცესის ამსახველი სურათები და ვიდეომასალა ნორვეგიულმა გაზეთმა Verdens Gang-მა გაავრცელა. მასალაში ნათლად ჩანს ქერათმიანი მამაკაცი, რომელიც პოლიციელებთან ერთად გადაადგილდება კუნძულზე და ხელებს ისე ამოძრავებს, თითქოს იარაღი უჭირავს. მას დამცავი ჟილეტი ეცვა და პოლიციელებზე სპეციალური საბელით იყო მიმაგრებული. კუნძულს ვერტმფრენებიდანაც აკონტოლებდნენ.

ბრეივიკს ბრალად ედება კუნძულ იუტეიაზე ახალგაზრდების ბანაკზე შეიარაღებული თავდასხმა, რომელსაც 69 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასევე ოსლოს სამთავრობო შენობების დაბომბვა, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები