თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული გულის დაავადებები ქალებში 25%-ით მაღალია, ვიდრე მამაკაცებში.
მასშტაბური ამერიკული კვლევა თამბაქოს მომხმარებელი ქალების შესახებ გავლენიანი სამედიცინო ჟურნალის ”The Lancet ” ონ-ლაინ გამოცემაში გამოქვეყნდა.
ამერიკელმა მკვლევარებმა 86 კვლევის ფარგლებში 4 მილიონამდე ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. სხვა რისკ-ფაქტორების გამორიცხვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ გულის დაავადებათა რისკი მწეველ ქალებში მნიშვნელოვნად მაღალია.
რისკი მით უფრო იზრდება, რაც უფრო დიდხანს მოიხმარს ქალი თამბაქოს. მამაკაცებთან შედარებით, რომლებიც იმავე დროის მანძილზე ეწევიან, ქალებისთვის რისკის მაჩვენებელი ყოველ ერთ წელიწადში 2%-ით იზრდება.
როგორც წესი, ქალები დღეში ნაკლებ ღერ სიგარეტს ეწევიან, ვიდრე მამაკაცები, მაგრამ თამბაქოში არსებული ტოქსიკური ქიმიკატები მათზე უფრო უარყოფითად მოქმედებს, ორგანიზმის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე. კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ქალის ორგანიზმი ერთი ღერი სიგარეტისგან კანცეროგენებსა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების მეტ რაოდენობას იღებს, ვიდრე კაცი. მდედრობითი სქესის ადამიანებზე უფრო უარყოფითად აისახება პასიური მწეველობის შედეგებიც.
იმავე მიზეზის გამო მწეველ ქალებს შორის, მამაკაცებთან შედარებით, ფილტვის კიბოს რისკი ორმაგია. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ეს თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კამპანიებს უფრო გაააქტიურებს: ” არსებული ტენდენციები მიუთითებს, რომ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის შედეგები არასახარბიელოა.”
”ეს ძალზედ დროული კვლავაა, რადგან თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები სულ უფრო მეტ ქალ მომხმარებელს იზიდავენ, მათთვის განკუთვნილი წვრილი ღერებითა და მიმზიდველი შეფუთვით” - აცხადებს ბრიტანელი მედიკოსი, ელენ მეისონი.