სამშაბათს, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ნაყოფის სქესის გაგება შესაძლებელია სისხლის მარტივი ანალიზით. თანაც, მნიშვნელოვნად ადრე, ვიდრე ამას ულტრაბგერითი გამოკვლევები გვთავაზობს. თუ ეს უკანასკნელი სქესს ორსულობის მეორე ტრიმესტრში ავლენს, სისხლის ანალიზით ამის დადგენა ფეხმძიმობის სულ რაღაც მეშვიდე კვირაში ხდება. გარდა ამისა, ეს ტესტი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ისეთი ინვაზიური მეთოდები, როგორიცაა, მაგალითად, ამნიოცენტეზი. ტესტი დედის სისხლს ამოწმებს და ამ გზით იკვლევს ჩანასახის დნმ-ის ქრომოსომებს. შესაბამისად, ნაყოფის სქესსაც განსაზღვრავს. ბიჭების შემთხვევაში ის უფრო ზუსტია - 98,8 %, ხოლო გოგოების - 94,8%.
აღმოჩენა განსაკუთრებით იმ ოჯახებს გაუხარდებათ, რომელთა წევრებს, ან მათ წინაპრებს სქესთან დაკავშირებული დაავადებების ისტორია აქვთ. ამიერიდან, შესაძლებელია, ორსულობის ადრეულ ეტაპზევე განისაზღვროს, არის თუ არა რისკის ქვეშ ბავშვი.
მთავარი საკითხი, რაც ექსპერტებს ადარდებთ, ისაა, რომ, სავარაუდოდ, ზოგიერთი წყვილი ამ მეთოდს ბავშვის სქესის შესარჩევად გამოიყენებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში სელექციური აბორტების რიცხვი ნაკლებია, ვიდრე ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში, სადაც სქესის მიხედვით ბავშვის გაჩენა ან მისი მოშორება მიღებული პრაქტიკაა.
პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის ხელმძღვანელი, არტ კაპლანი ამბობს, რომ ამ მეთოდით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევებში უნდა მოხდეს, როდესაც ნაყოფის ჯანმრთელობა ეჭვ-ქვეშ დგას და არა სქესის განსასაზღვრად. მისივე თქმით, სისხლის ანალიზი არ უნდა იქცეს აბორტის წამხალისებლად.
აღმოჩენას სხვა მხრივაც მოყვა დებატები. ”მე ვსვამ ღია კითხვას: სიცოცხლის მაინც რომელი ფორმებია ძვირფასი?” - ამბობს ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს დაუნის სინდრომის პროგრამის მონაწილე ექიმი, ბრაიან შკოტკო.