კუნძულ იუტოიაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულ ქართველ გოგონას, თამთა ლიპარტელიანს მშობლიურ ქალაქში დღეს დაკრძალავენ. ქუთაისში სამოქალაქო პანაშვიდსა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან გამოსვენებას დაესწრება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკური მრჩეველი. აგრეთვე, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩი და საელჩოს თანამშრომელი.
თამთა ლიპარტელიანის ცხედარს ეკლესიიდან 15:00 საათზე გაასვენებენ.
შეგახსენებთ, 22 ივლისს 32 წლის ტერორისტმა, ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ტერაქტი მოაწყო, შემდეგ კი კუნძულ იუტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკს დაესხა თავს. ტერორისტი საათნახევრის განმავლობაში ისროდა და 76 ადამიანი მოკლა. დაღუპულებს შორის აღმოჩნდა თამთა ლიპარტელიანიც.