ახალგაზრდების ხუთი მედალი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა. აქედან ორი ოქროსი, ორი ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოსი. ევროპის ჩემპიონატის მსგავსად ჩემპიონები ამჯერადაც დავით მარსაგიშვილი (84 კგ.) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ.) გახდნენ. ვერცხლის მედლის მოპოვება მამუკა კორძაიამ (96 კგ.) და თედორე ებანოიძემ (120 კგ.) მოახერხეს. ამ უკანასკნელმა მძიმე წონაში სულ ახლახანს გადაინაცვლა და შესაბამისად მის ასეთ შედეგს ბევრი არ ელოდა. ბრინჯაოს მედალი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით გალეგაშვილმა დაისაკუთრა.

ნუგზარ სხიერელის მომზადებულმა ნაკრებმა შეჯიბრება მაღალ დონეზე ჩაატარა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველებმა საბოლოოდ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.

 

50 კგ. 1. მაგომედ მაგომედალიევი (რუსეთი) 2. გეორგ ვალენტინოვი (ბულგარეთი) 3. ანატოლი ბურუიანი (მოლდოვა) 3. ნურსულთან ნაიზაბეკოვი (ყაზახეთი)

55 კგ. 1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო) 2. რასულ კალიევი (ყაზახეთი) 3. ვიტალი ჰურსკი (უკრაინა) 3. არაშ დანგესარაკი (ირანი)

60 კგ. 1. ტოგრულ ასკაროვი (აზერბაიჯანი) 2. ლოგან სტიბერი (აშშ) 3. მაქსიმ პერპელიტა (მოლდოვა) 3. ომერ უზანი (თურქეთი)

66 კგ. 1. ხეტაგ ცაბოლოვი (რუსეთი) 2. იბრაჰიმ აკბარი (ირანი) 3. დავით გალეგაშვილი (საქართველო) 3. რანა პარვეენი (ინდოეთი)

74 კგ. 1. ტამერლან ახმედოვი (რუსეთი) 2. აბდულქადირ ოზმენი (თურქეთი) 3. მიროსლავ სტეფანოვი (ბულგარეთი) 3. იბრაჰიმ იუსუფოვი (აზერბაიჯანი)

84 კგ. 1. დავით მარსაგიშვილი (საქართველო) 2. ვლადიმერ რუბაევი (რუსეთი) 3. ტიმოფეი ქსენედისი (საბერძნეთი) 3. ისლამ აზიზოვი (ყაზახეთი)

96 კგ. 1. ჰამედ ტალებიზარინკამარი (ირანი) 2. მამუკა კორძაია (საქართველო) 3. ასლანბეკ ალბოროვი (აზერბაიჯანი) 3. მაგომედგაჯი ნურასლოვი (რუსეთი)

120 კგ. 1. ჯაბერ სადეგზადენოუკოლაეი (ირანი) 2. თედორე ებანოიძე (საქართველო) 3. მურადინ კუშკოვი (უკრაინა) 3. ჰამზა ოზკარადენიზი (თურქეთი)

კომენტარები