გაეროს დასკვნით 2013 წელს ინვესტიციები კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდება

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების სფეროს კონფერენციის ეგიდით შედგენილ მოხსენებაში – „2011 წლის ინვესტიციების მსოფლიო მოხსენება“ – ნათქვამია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კრიზისამდელ დონეს 2013 წელს დაუბრუნდება. რაც შეეხება მსოფლიო ვაჭრობასა და სამრეწველო სფეროს, ეს ორი სეგმენტი უკვე საწყისი დონის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ზრდის ტემპი შეინიშნება საზღვარგარეთ გაყიდვებში, დასაქმებასა და ტრანსნაციონალურ კორპორაციებში. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში შესუსტებულია გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, განვითარებადმა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებმა ინვესტიციების ნახევრის მოზიდვა შეძლეს.

მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად ლიბერალიზაცია და ინვესტიციების ხელშეწყობა რჩება. გაეროს მოხსენების თანახად, 2010 წელს პირდაპირი ინვესტირების გლობალური დონე გაზრდილია 1.24 ტრილიონი დოლარით, თუმცა კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით 15%–ით დაბალია. 

კომენტარები