კოპა ამერიკას მეორე ფინალისტიც გაირკვა. პარაგვაისა და ვენესუელას ნაკრებებმა კიდევ ერთხელ შემოგვთავაზეს საფეხბურთო ტრილერი, რომელშიც გამარჯვება საბოლოოდ პარაგვაელებს დარჩათ.
ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი უკვე მეორედ მეტოქეზე ზუსტები პარაგვაელები გამოდგნენ. მათ ხუთი დარტყმიდან ხუთივე მეტოქის კარში მოათავსეს. ვენესუელელებმა კი ერთი ვერ გაიტანეს და საბოლოოდ მესამე ადგილისათვის პერუსთან სათამაშოდ გადამისამართდნენ.
არგენტინაში მიმდინარე უძველეს საფეხბურთო ტურნირზე ფინალში სწორედ ის ორი გუნდი გავიდა, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე გუნდურ ფეხბურთს თამაშობდა. უკანასკნელ პერიოდში ეს ორი ნაკრები სტაბილური შემადგენლობით და საკუთარი ხელწერით გამოირჩეოდა. შესაბამისად, ამ ყველაფერმა შედეგიც მოიტანა და ახლა კონტინენტის ჩემპიონის ტიტულისათვის პარაგვაისა და ურუგვაის ნაკრებები იბრძოლებენ.
მესამე ადგილისათვის მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ პერუსა და ვენესუელას ნაკრებები წარსდგებიან. ამ ტურნირზე ამ ორ გუნდს ერთმანეთთან არ უთამაშია და წესით საინტერესო დაპირისპირება უნდა გამოვიდეს.
კოპა ამერიკა, ნახევარფინალი
პარაგვაი - ვენესუელა 0:0, პენალტებში 5:3
პენალტები: 1:0 ორტიგოსა, 1:1 მალდონადო, 2:1 ბარიოსი, 2:2 რეი, 3:2 რივეროსი, 3:2 ააცილა ლუსენამ, 4:2 მარტინესი, 4:3 მიკუ, 5:3 ვერონი
გაძევება: სანტანა (102 წთ.)
პარაგვაი: ვილარი, კაცარესი, ვერონი, და სილვა, პირისი, ბარეტო (ესტიგარიბია 70 წთ.), რივეროსი, ორტიგოსა, სანტანა, ვალდესი (სანტა კრუზი 74 წთ, მარტინესი 80 წთ.), ბარიოსი
ვენესუელა: ვეგა, როსალესი, ვისკარონდო, პეროსი (რეი 46 წთ.), ჩიჩერო, დი გიორგი, ლუსენა, გონსალესი (მალდონადო 84 წთ.), არანგო, რონდონი, მორენო (მიკუ 72 წთ.)