ბელორუსში როკ-მუსიკაზე ცენზურა დაწესდა

ბელორუსის რადიოს პირველი არხის ხელმძღვანელობამ რადიოს ეთერში რამდენიმე როკ-კომპოზიციის გაშვება აკრძალა. ფრანგული გამოცემა Le Monde-ს ცნობით ”შავ სიაში” პირველია ლეგენდარული როკ-შემსრულებლის, ვიქტორ ცოის სიმღერა ”Мы ждем перемен.” ეს კომპოზიცია საკმაოდ პოპულარულია ბელორუსის პრეზიდენტის ოპონენტებს შორის. ცოის ამ სიმღერას ბოლო წლებში ბელორუსის ოპოზიციის ჰიმნადაც კი მოიაზრებენ.

ადამიანის უფლებათა დამცველთა ინფორმაციით, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში და კიდევ რამდენიმე ქალაქში სამართალდამცველებმა ოპოზიციის ათობით აქტივისტი დააკავეს. მათ ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ პროტესტი იმით გამოხატეს, რომ ცოის კომპოზიცია თავიანთ მობილურ ტელეფონებზე ერთდროულად ჩართეს.

გაზეთ Le Monde-ს ცნობით, ბელორუსის რადიოს პირველ არხზე აკრძალულ როკ-კომპოზიციებს შორის მოხვდა ანდრეი მაკარევიჩის და იური შევჩუკის სიმღერებიც, რომლებიც ბელორუსის მთავრობას ოპოზიციის წევრების ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები