ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მოდ დე ბურ-ბუკიკიომ საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა იურიდიული სტატუსის შესახებ მიღებული კანონი დადებითად შეაფასა. საინფორმაციო სააგენტო Civil.ge-სთვის გაგზავნილ განცხადებაში ბუკიკიომ საკანონმდებლო ცვლილებას ”მნიშვნელოვანი და პროგრესული” ნაბიჯი უწოდა.
”მივესალმები სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც რელიგიური ჯგუფების დარეგისტრირების ნებას იძლევა,” ციტირებს Civil.ge ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს ”ეს არის მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯი, რომელიც უზრუნველოფს უფრო ღია და ტოლერანტულ მიდგომას რელიგიური რწმენის პრაქტიკის მიმართ საქართველოში.” მისი თქმით, ახლადმიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უფრო ”მყარ საძირკველს” შექმნის აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების კუთხით.
2011 წლის აპრილში მიღებულ რეზოლუციაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არ გააჩნდათ იურიდიული სტატუსი და იურიდიული დაცვის მექანიზმები.