იტალიის სასამართლომ გერმანიის ათ მოქალაქეს მეორე მსოფლიო ომის დროს ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელეობისთვის დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი ვერონის სასამართლომ გამოიტანა. ბრალდებულები დამნაშვედ სცნეს 1944 წელს იტალიის პროვინცია მოდენის 140 მოქალაქის მკვლელობისთვის. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ ათივე მსჯავრდებული, რომელთა ასაკიც 80-დან 93 წლამდეა, ჩრდილოეთ იტალიაში მომხდარ სხვა მასობრივ მკვლელობებშიც მონაწილეობდნენ.
სასამართლო პროცესი შვიდი თვე გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში 12 ხანში შესული ეჭვმიტანილიდან ორი გარდაიცვალა. შვიდი დამნაშავის ვინაობა ცნობილია: 90 წლის ვილჰელმ კარლ სტრაკი (დანაშაულის ჩადენისას სერჟანტი იყო), 93 წლის ფერდინად ოსტერჰაუსი (ლეიტენატი) , 91 წლის ჰელმუდ ოდევალდი (კაპიტანი), 92 წლის ჰერბერტ ბილკე , 91 წლის ერიხ კიოპე, ჰანს გეორგ კარლ ბინკერიო და კარლ ფრიდრიხ მესსი - ორივე მათგანი 80 წელს გადაცილებულია.
პროკურორის მტკიცებით, ყველა დამნაშვე ჰიტლერის არმიის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის წევრი იყო. ისინი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის დამარცხებას მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობით ცდილობდნენ.
განაჩენის გამოტანისას სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდნენ მოდენის, არეცოს და რეჯო-ემილიას პროვინციაში დახოცილი ადმიანების ნათესავები და პროვინციის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
2009 წელს მიუნხენში 14 მშვიდობიანი იტალიელის მკვლეობაში თანამონაწილეობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ჰიტლერის არმიის ქვეითთა ჯარის მეთაურს, 90 წლის იოზეფ შონგრაბერს. უფრო ადრე კი ანალოგიური განაჩენი შონგრაბერს დაუსწრებლად იტალიურმა ტრიბუნალმაც გამოუტანა 1944 წლის 26 ივლისს ტოსკანაში და ფალცანო დი კორტონაში ჩადენილი მკვლელობებისთვის.