გაერთიანებულ სამეფოში მუნიციპალიტეტები სპეციალური საჭიროების ადამიანებისთვის მეძავებს ქირაობენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Online იტყობინება. გამოცემას რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, თუ როგორ იხდის სახელმწიფო ფონდი, რომლის დანიშნულებაც სპეციალური საჭიროებების ადამიანების დახმარებაა, მეძავებში და ეგზოტიკურ ცეკვებში დიდი რაოდენობით თანხას.
ერთ-ერთი 21 წლის მამაკაცი, რომელსაც შესწავლის უნარის პრობლემა აქვს, სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს, რათა ამსტერდამში გადაფრინდეს და მეძავთან სექსით დაკავდეს. მისი სოციალური მუშაკი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის განვითარებისთვის სექსი ძალიან მნიშვნელოვანია, ის ვაჟიშვილია, რაც მის თავდაჯერებულობაზე უარყოფითად აისახება. სექსში ფულის გადახდა გაერთიანებულ სამეფოში არ იკრძალება, თუმცა სოციალური მუშაკის განცხადებით ამსტერდამში მეძავები ბევრად უფრო უსაფრთხონი არიან.
ამასთანავე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც 520 მილიონ ფუნტიანი ფონდიდან სპეციალური საჭიროებების ადამიანებისთვის სტრიპკლუბების და ონლაინ გაცნობის ვებგვერდების მომსახურების საფასურებს ფარავდა.
Daily Online კიდევ ერთ შემთხვევას ახსენებს, რომელშიც მენტალური პრობლემების მქონე ადამიანმა სოციალური ფონდის საშუალებით დააფინანსა დასვენება ტუნისში, ონლიან გაცნობის სერვისი და მანქანის მართვის გაკვეთილები. კიდევ ერთი ადამიანი ფონდის წყალობით ,,სექსუალურად დამოუკიდებელი’’ გახდა, მას შემდეგ რაც ის მეუღლემ მიატოვა.
კრიტიკოსები უკმაყოფილონი არიან, რომ სახელმწიფო დაფინანსება მსგავს საკითხებს ხმარდება. ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ფონდის მთავარი ფუნქციაა, ამ ადამიანებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმაროს. უნარშეზღუდულთა ალიანსის ხელმძღვანელი ნილ კოულის განცხადებით, არ არსებობს მოლოდინი, რომ სახელმწიფო მათი სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ფულს გადაიხდის. გამოკითხვის შედეგად 121 მუნიციპალიტეტიდან 97%-მა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ოფიციალური პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა 53%-ს აქვს პოლიტიკა, რომელიც ბენეფიციარების ,,სექსუალური ლტოლვებისკენ’’ არის მიმართული.