Tbilisi Open Air - მდე დარჩა 1 დღე

 ხვალ, 11 ივნისს იპოდრომზე მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air გაიხსნება. საფესტივალო ქალაქი 12 საათიდან მიიღებს სტუმრებს. 11-12 ივნისს იპოდრომზე ოცი მუსიკალური ჯგუფი გამოვა, როგორც საქართველოდან, ასევე ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან.

ფესტივალზე დასასწრები ერთდღიანი ბილეთი 5 ლარი ღირს და შეგიძლიათ შეიძინოთ ექსპრესს ჯიხურებში და იპოდრომის შესასვლელში.

ფესტივალის განრიგი:

11 ივნისი, 17 საათი:
The Benedicts
Mutual Friends
The Smile
Ketrine & Me
Tako & Green Mama
Me and My Monkey
Z for Zulu
Herr Styler [France]
Wallace Vanborn [Belgium]
The Forest

12 ივნისი, 17 საათი:
Loudspeakers
Exit
PornoPoezia
Salio
Space Jam
UR
Str!ng
The Fades [UK]
Moodorama [Germany]
Greenbeam and Leon

კომენტარები