რა უჯდება რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება

ვანუატუს რესპუბლიკამ აფხაზეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო - ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა. სამშაბათს რუს ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ წყნარი ოკეანის კუნძულოვან რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ბოლო ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. „ჩვენ მივაღწიეთ ვანუატუს რესპუბლიკის მხრიდან აღიარებას, რაც ძალიან გვახარებს,“ განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა და დასძინა, რომ ვანუატუს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ისტორიული მნიშვნელობა“ აქვს. ვანუატუს რესპულიკა წყნარ ოკეანეში მდებარე 83 კუნძულზე მდებარეობს. მისი ფართობი 12 ათასი კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით, 243 ათასი ადამიანია. ის რუსეთის, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს შემდეგ მეხუთე სახელმწიფოა, რომელმაც აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

რუსულ მედიაში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აფხაზეთის და ოსეთის აღიარების სანაცვლოდ რუსეთმა, საერთო ჯამში 3.25 მილიარდი დოლარი დახარჯა. აქედან 2.2 მილიარდი დოლარი ვენესუელას გადაუხადა, 1 მილიარდი დოლარი - ნიკარაგუას, ხოლო ნაურუს - 50 მილიონი დოლარი. 

კომენტარები