ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიაში ყველაზე აქტიური ვულკანის, გრიმსვოტნის ამოფრქვევის შემდეგ გზებზე მხედველობა მკვეთრადაა შეზღუდული. ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლი ყველგანაა.

ფერფლი და კვამლი ქვეყნის მთავარ აეროპორტს უახლოვდება და საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის საფრთხეს ზრდის.

მართალია მეცნიერები ამ ამოფრქვევას ელოდნენ, მაგრამ ამ მასშტაბის ამოფრქვევა მათთვისაც სურპრიზი აღმოჩნდა.

ისლანდიაში ვულკანის ბოლო ამოფრქვევას, შარშან ევროპის საჰაერო სივრცის რამდენიმე დღით ჩაკეტვა მოჰყვა.


კომენტარები