წიგნის ახალი მაღაზია თბილისში

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/dio.png##fbimage#
დღეს, 20 მაისს, 19:00 საათზე, გამომცემლობა „დიოგენე“, თბილისში წიგნის ახალ მაღაზიას - „დიოგენეს“ ხსნის. 

მაღაზია სალონური ტიპისაა და გამოირჩევა საკუთარი ორიგინალური კონცეფციით, ასევე დიზაინით.

„დიოგენემ“ ბინა აფაქიძის 9 ნომერში დაიდო (სპორტის სასახლის გვერდით). მაღაზია სტუმრებს ყოველდღე 10:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს, ხოლო პარასკევს - 23:00-მდე.

„დიოგენეში“ ყოველდღიურად არის დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებები. კვირის განმავლობაში თითო დღე დაეთმობა: ახალი წიგნების პრეზენტაციას, გაიმართება შეხვედრები მწერლებთან, მოეწყობა შერჩეული ფილმების და ასევე სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენება. აგრეთვე ერთი დღე დაეთმობათ უცნობ მწერლებს, გაიმართება ლიტერატურული თამაშობები და იქნება ცოცხალი კრიტიკის დღეც.

მაღაზიამ შეიმუშავა სისტემა, რომელიც მშობელს საშუალებას აძლევს, მიიყვანოს და დატოვოს ბავშვი „დიოგენეში“, სადაც მას წიგნის კითხვას შეაყვარებენ და მიაჩვევენ.

ახალ მაღაზიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ნახოთ სპეციალური გამოცემები, გაეცნოთ მათ და  შეიძინოთ.

„ერთი წიგნის დღე“, „მწვანე შაბათი“ და სხვა, ეს ის აქციებია, რომლითაც მყიდველს ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლება, აგრეთვე კლიენტებს გადაეცემათ დაგროვების ბარათი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც საჩუქრად ქულები დაერიცხებათ.

„დიოგენეში“ თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ ჩინური ჩაი, რომლის კუთხეც სპეციალურად სტუმრებისთვის არის მოწყობილი.

კომენტარები